საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე - სწორედ ასე ფიქრობს ქობულეთის 10 სოფლის მოსახლეობა ქობულეთის ავტობანთან დაკავშირებით.
ამბობენ, რომ შემოვლით გზაზე სოფლებიდან ასასვლელები და ჩამოსასვლელები არასაკმარისია. დღეს მოქალაქეებმა აქციაც გამართეს.
სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც ადგილობრივები მსგავს პრობლემაზე საუბრობენ - საგზაო დეპარტამენტი და ადილობრივი მერია კი ერთმანეთში გვამისამართებენ.