აჭარა პოლონელ ხელოვანებს მასპინძლობს. ხელოვნების მუზეუმში ევა და რომან ფლესზარების ნამუშევრებია გამოფენილი. დამთვალიერებლებს საშუალება აქვს სკულპტურები და ფერწერული ნამუშევრები დაათვალიეროს.
გამოფენა 19 სექტემბრამდე გაგრძელდება. პოლონელი ხელოვანები ბათუმში აჭარისა და მალოპოლსკის რეგიონის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებიან.