„არა ქიმიურ ტერმინალს“ - აქცია მთავრობის სახლთან

01 სექტემბერი 2019, 21:42 1185 ნახვა

„არა ქიმიურ ტერმინალს“- ამ ლოზუნგით "ქიმიური შეტევა ბათუმზე" და სახალხო მოძრაობა "მწვანე მომავალი საქართველოსთვის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი აქცია გამართეს. ორგანიზატორების თქმით, აქცია პერმანენტულად ჩატარდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დღეს აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა და ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი