„კერამიკის ალქიმია“ - ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა 3 სექტემბრამდე გაიმართება. დამთვალიერებელს ხალხური რეწვის ნიმუშებს ქართველი , ლატვიელი და თურქი კერამიკოსები აცნობენ და ხელოვანები ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებენ .
ღია ცის ქვეშ გაიმართა კერამიკის გამოწვის პროცესიც . კერამიკის მოხატვაში მონაწილეობის მიღება მოხალისეებსაც შეუძლიათ. ფესტივალი მესამე წელია ტარდება და გამოფენების გარდა საგანმანათლებლო,სამეცნიერო- კვლევით და კულტურული ტურიზმის მიმართულებასაც მოიცავს.