,,დინამო’’ ბათუმმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

31 აგვისტო 2019, 21:53 3185 ნახვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ,,დინამო’’ ბათუმმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა.

,,დინამომ’’ გასვლით შეხვედრაში ,,რუსთავი’’   2:0 დაამარცხა. 19-ე წუთზე ჯიღაურმა ფლამარიონს ეფექტურად დაუტოვა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი მეკარე მოატყუა და გოლი ცარიელ კარში გაიტანა. სულ რაღაც 4 წუთში, ბათუმელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. მანჯგალაძის გადაცემის შემდეგ გოლი ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა.

ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძე ეროვნულ ლიგაში უკვე 458 წუთია გოლს არუშვებს, ბოლოს ალავიძეს 3 ივლისს ლევან კუტალიამ გაუტანა.

26 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი, 52 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა თბილისის ,,დინამოს’’ ერთი გამოტოვებული მატჩი და 51 ქულა აქვს.

სანაკრებო პაუზის გამო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 2 კვირიანი შესევნება იქნება. ბათუმელები 14 სექტემბერს  27-ე ტურში თბილისის ,,ლოკომოტივს’’ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი