დაკავებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ის მუქარაზე საუბრობს. ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია, შინაგან საქმეთა სამინისტროს. თორნიკე მამალაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ სიმართლეს იტყვის და წერილებს გაასაჯაროვებს, ეპისკოპოსი მოკვლით დაემუქრა.
იგი სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებს და აცხადებს , რომ ეპისკოპოსის მამხილებელ ფაქტებს საჯაროს გახდის მაშინ, როცა მსჯავრდებული დეკანოზისა და მისი შვილები ქვეყანას დატოვებენ.
ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს და მათ ვინაობას აკონკრეტებს, ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის თქმით, ესენი არიან, საპატრიარქოს პრესსპიკერი მამა ანდრია ჯაღმაიძე, ასევე ანზორ ჩუბინიძე, გოგაშვილი და გომელაური. ჩვენ დეკანოზის მეორე ადვოკატსაც დავუკავშირდით, მან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა სიტყვიერად გვითხრა, რომ არ აქვს ინფორმაცია რის საფუძველზე გააკეთა ეს განცხადება, თორნიკე მამალაძემ. განცხადებას გამოეხმაურა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძის განცხადებით ფაქტით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.
ანანიძე ასევე აცხადებს , რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.