სოფელ ჩორჩანასთან არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო უწყება მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, ჩორჩანას მახლობლად ადმინისტრაციულ ხაზზე არსებული დაძაბულობის მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.