პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე

28 ოქტომბერი 2025, 14:50 107 ნახვა

საშემოდგომო სესია ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. „ქართული ოცნების“ კრიტიკისა და ბრალდებების ობიექტი ამჯერად „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები გახდნენ. უმრავლესობამ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მათი გადაწყვეტილება ახლა უკვე სხდომათა დარბაზიდან შეაფასეს.
ყოფილი პრემიერის პარტიის მანდატის მფლობელი დეპუტატების  მისამართით არაერთხელ გამოიყენეს  სიტყვა ღალატი და ასევე არაერთხელ ახსენეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა,რომლის ნაწილადაც მოიხსენიებენ გახარიას თანაგუნდელებს.
ოპონენტები ტყუილში დაადანაშაულა თავად გიორგი გახარიას პარტიის წევრმა და განაცხადა, რომ მის გუნდის პირველ გამოსვლას ამჯერად მხოლოდ ქართველი ხალხის მიმართვისთვის გამოიყენებს. გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარტია სრულად იღებს პასუხისმგებლობას ერთი წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომებზე, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტზე, რომელმაც მისი თქმით ვერ მოახერხა“ ქართული ოცნების“ დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე