რომელ პარტიებს შეეხება „ქართული ოცნების„ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, დღეს გახდება ცნობილი. სახელისუფლებო ძალა სასამართლოსგან იმ პარტიების აკრძალვას ითხოვს, რომლებიც "ქართული ოცნების" შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში არიან მხილებული.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სარჩელი პარტიებთან ერთად, ათეულობით პოლიტიკოსისთვის საქმიანობის აკრძალვის საფუძველი გახდება. დეტალებზე პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.
ცნობილია, რომ სარჩელი, რომლითაც "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 450 გვერდიან დასკვნას ეყრდნობა. საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.