ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ „გახარია საქართველოსთვის“ წევრები საპარლამენტო საქმიანობას იწყებენ. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ და პირველი კომენტარებიც გაკეთდა. ისინი დღეს გამართულ სასესიო სხდომას ესწრებიან. მანამდე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბრიფინგი გაიმართა.