გახარიას პარტიამ პარლამენტში საქმიანობის განახლებით თავი გაითავისუფლა - შალვა პაპუაშვილი

28 ოქტომბერი 2025, 15:43 144 ნახვა

„გახარია საქართველოსთვის“ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა თავის დროზე მანდატების შენარჩუნებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს, თავი გაითავისუფლეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ „ქართული ოცნების“ მოთხოვნა ორ კრიტერიუმს ეფუძნება.

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიას რაც შეეხება, მათ მიმართ ჩვენი მოთხოვნა ორ კრიტერიუმს ეფუძნება. პირველია, არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორეა - პარტიის რელევანტურობა. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა მათ თავის დროზე მანდატების შენარჩუნებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე