“ძლიერი საქართველო - ლელოს” ცენტრალურ შტაბში მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატებმა მომავალი სამოქმედო გეგმის ბოლო დეტალები შეაჯერეს. პარტიის ინფორმაციით, საკრებულოს პირველ სხდომამდე ორი დღით ადრე დეპუტატებს პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიმართეს . “ძლიერ საქართველო-ლელოს” წარმომადგენლობა 57 საკრებულოში აქვს .