ხელვაჩაურში მცხოვრებლებს შიდსსა და C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ასევე სურვილის შემთხვევაში მამოგრაფიას ჩაუტარებენ.
დღეს, 30 აგვისტოს, სოფელ ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის წინ, მეჩეთთან მივა მოძრავი ლაბორატორია და მედიკოსები მოქალაქეებს ადგილზე მოემსახურებიან. მსურველებს პროსტატის ადენომაზეც ჩაუტარდებათ კვლევა.
მოძრავი ლაბორატორია სოფელში დილის 10 საათზე მივა და მსურველებს 17:00 საათამდე მოემსახურებიან.
აქციის ორგანიზატორი უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია, კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება.