იაპონიაში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველი მეტოქე ინდოელი დევილალ მისტრი მარტივად დაამარცხა. ამის შემდეგ კი, მოულოდნელად ჰოლანდიელ იესერ სმინკთან იპონით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
ხვალ 100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ჩაერთვება.