"ტვ პირველს ვერავინ წამართმევს" - ავთანდილ წერეთელი

27 აგვისტო 2019, 10:12 1871 ნახვა

“ტვ პირველს” ვერავინ წამართმევს" - ამის შესახებ ავთანდილ წერეთელმა საქართველოში დაბრუნებისთანავე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. წერეთელი მის მიმართ დაწყებულ გამოძიებას “ტვ პირველს” უკავშირებს.

"ვითანამშროლო გამოძიებასთან? ძიება დამთავრებულია, ახლა არის სასამართლო დარჩენილი და გავარკვევთ სასამართლოში ყველაფერს. ერთი ვიცი, იმ მთავრობამ წამართვა ქონება და ფული,  ამ მთავრობამაც წამართვა, მაგრამ “ტვ პირველს” ვერავინ  წამართმევს”, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

რამდენად მოსალოდნელია მისი დაკავება? კითხვაზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალდებულმა უპასუხა, რომ ყველაფერის მოლოდინშია.  “ყველაფერს ელოდება ადამიანი, რომ დავიბადე და საჭმელს არ ვჭამდი, დედა მილიციით მაშინებდა , 70 წელია ასე მაშინებენ, მერე რა მოხდა” - ამბობს ავთანდილ წერეთელი.

ავთანდილ წერეთლს გამოძიება 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. ამავე საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის 22 აგვისტოს განცხადებაშია აღნიშნული, ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა სასამართლოს  შუამდგომლობით  მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ბრალდების ოქმი წერეთლის ადვოკატმა 22 აგვისტოს ჩაიბარა. ავთანდილ წერეთელი საქართველოში დღეს დაბრუნდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი