ავთანდილ წერეთელი, რომელსაც თიბისი ბანკის საქმეზე ბრალი უნდა წარუდგინონ, საქართველოში არ იმყოფება 

22 აგვისტო 2019, 11:58 1539 ნახვა

TV  პირველის მფლობელის მამა ავთანდილ წერეთელი, რომელიც დღეს პროკურატურაშია დაბარებული საქართველოში არ იმყოფება. 

წერეთელი საგამოძიებო უწყებაში 18:00 საათზე უნდა მივიდეს. 

პროკურორის განმარტებით, მას ბრალი თიბისი ბანკის საქმის ფარგლებში უნდა წაუყენონ. 

''გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)'' - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

რამდენიმე კვირის წინ, TV  პირველის მფლობელი ვატო წერეთელი ამბობდა, რომ მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იგეგმებოდა. 

„ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას“,- განაცხადა ტვ პირველის დამფუძნებელმა 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში  დაკითხვის დასრულების შემდეგ.

ავთანდილ წერეთელი “სამგორი M”-ისა და ,,სამგორი თრეიდის” დამფუძნებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი