განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს, ანდრია ლილუაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. პროკურატურა სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირში მყოფ პირს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან და სავარაუდო გავლენებით ვაჭრობის ფაქტებსაც იკვლევენ. ამიტომ შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.