ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია

25 აგვისტო 2019, 18:24 3435 ნახვა

 ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონია. 26 წლის ქართველმა  ტოკიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე რთული ბრძოლები მოიგო.

ფინალურ შეხვედრაში ჩხვიმიანი უზბეკ  შარაფუდინ ლუტფილაევს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა.

ლუხუმ ჩხვიმიანი საქართველოს ისტორიაში ძიუდოში მე-8 მსოფლიოს ჩემპიონია.

ხვალ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი და  ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი