ყვარლის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან

25 აგვისტო 2019, 12:19 1288 ნახვა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც მესამე დღეა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს, ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს. მესამე დღეა, ცეცხლი სოფელ ახალსოფლიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ტყის მასივზეა გავრცელებული.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები სოფელ ზინობიანის ტბიდან წყლის მარაგს იღებენ. უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ცოცხალი ძალა. პარალელურად ტყეში გზას ჭრიან, რადგან სტიქიის ზონაში უფრო ახლოს შეიყვანონ სპეციალური ტექნიკა.  

შექმნილია საგანგებო შტაბიც, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. გორის სოფელ საყავრესთან კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი