საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარელში, სოფელ ახალსოფელში მეხანძრე-მაშველები და ავიაცია დილიდან მუშაობს.
ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარსა და ბუჩქებზე.
რთული რელიეფის გამო, კერებთან ცოცხალი ძალა მუშაობს.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობაში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე უკვე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს