გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამი სექტემბრის ჩათვლით მთაში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება. ტემპერატურა მაღალმთიან ზონაში 36-38 გრადუსს მიაღწევს.
სააგენტოში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ.
გარემოს ეროვნული სააგენტო, ინფორმაციას მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაზე (WMO) დაყრდნობით ავრცელებს.