დაცული ტერიტორიების მონიტორინგი დაიწყო, შედეგების საფუძველზე კი კანონპროექტი უნდა შემუშავდეს

20 აგვისტო 2019, 12:21 2040 ნახვა

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებსა და მტირალას ეროვნულ პარკში გარემოსდამცველებმა მონიტორინგი დაიწყეს. სპეციალისტები ამოწმებენ არის თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა, რაც არ შეესაბამება გარემოს დაცვის სტანდარტებს. 

შემოწმების შემდეგ სპეციალისტები რეკომენდაციებსაც შეადგენენ, მონიტორინგის დროს საველე სამუშაოებში ტყე-პარკების რეინჯერებიც ჩაერთვებიან.  

მონიტორების საბოლოო შეფასებითი დოკუმენტი, სექტემბრის ბოლოს შედეგება. ნოემბერში ანგარიშზე დაყრდნობით  შემუშავებული კანონპროექტის პაკეტი საკანონმდებლო ორგანოებს განსახილველად წარედგინება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი