ოკუპანტები ბოძებსა და ლითონის კონსტრუქციებს მოსახლეობის ნაკვეთებში ამონტაჟებენ. ავლებენ მავთულხლართებსაც. მცოცავი ოკუპაციის პირობებში კი ადგილობრივები კარგავენ საცხოვრებელ სახლებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს.
ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი სახლი დარჩა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.