სოციალური გიგანტის წამოწყება მომხმარებელთათვის კომფორტის შექმნის მიზნით დაინერგა და ინფორმაციიის ერთ სივრცეში გაერთიანებას ემსახურება. სოციალური ქსელის წარმომადგენლებს ამავდროულად მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით ყალბი ახალი ამბების გავრცელების საფრთხეს შეამცირებენ.
ახალი ამბების მიმართულება მობილურ აპლიკაციაში ცალკე გამოჩნდება. ის Newsfeed-ისგან გამიჯნული იქნება და მისი სახელწოდება News Tab-ი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-მა თანამშრომლობა არაერთ გამომცემლობას შესთავაზა. მათ შორის ABC News-ი The Washington Post-ი და Bloomberg-ის ჟურნალისტებს.
სოციალური გიგანტი გამოცემებს სალიცენზიო კონტრაქტისთვის 3 მილიონ დოლარს შესთავაზებს.