ხარვეზები ქობულეთის რკინიგზის სადგურის პროექტში

29 აგვისტო 2016, 00:00 4934 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აპროტესტებს. მერაბ ცინცაბაძე ამბობს, რომ პროექტის ჩაბარებამდე გზის საფარი ნაწილი და ბორდიურები უკვე დაზიანებულია. იგი სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას მოითხოვს. ქობულეთის გამგებლის მოადგილე ადასტურებს, რომ სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც პროექტი არ ჩაიბარეს. კომპანიას კი ხელშეკრულების დარღვევისთვის ყოველდღიური ჯარიმა ეკისრება. 

ამავე კატეგორიაში