რუსთავი-2 ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მხრიდან ბრალის წაყენებას საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ეხმიანება.
"აი მთლად ასეთ სამარცხვინოებას ნამდვილად არ ველოდი.
ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტი ინტერმედიაშია და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე.
თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?
ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.
ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას. პირადად. გპირდები."-წერს ნიკა გვარამია.