რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაჯიმბამ კი აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „იმ ყურადღებისთვის, რასაც ის იჩენს რესპუბლიკის მიმართ“.