საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

28 აგვისტო 2016, 00:00 2216 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  განცხადებას ავრცელებს. ციტატა: “საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებულ მცდარ განცხადებებს. ირაკლი  კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დანიშნა ე.წ. უგულავა-კაბელების საქმეებზე სხდომა. სხდომის ჩანიშვნის შესახებ კონსულტაციები შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ მოსამართლეებს შორის. კობახიძე შეუძლებელია კანონიერად ფლობდეს ასეთ ინფორმაციას. ამდენად, გაუგებარია, საიდან შეიძლება იცოდეს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, თუ მოსამართლეებთან კონსულტაციის შედეგად? ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას. მოვუწოდებთ კობახიძეს, დაასახელოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, მისი აზრით, იყო დაუსაბუთებელი და ემსახურებოდა ხელისუფლების ინტერესებს. უსაფუძვლოა ასევე  განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაზრდილი რაოდენობა მიანიშნებს სასამართლოს პოლიტიზირებაზე. 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების რაოდენობა გასამმაგდა, შესაბამისად, გაიზარდა მათი განხილვა-გადაწყვეტის ტემპიც და მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობაც-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში