საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

05 აგვისტო 2019, 18:10 1232 ნახვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კანონმდებლობაში 10 ცვლილება შედის, ხელისუფლებამ დღეს წინასაარჩევნო სამუშაო ჯგუფთან ახალი საარჩევნო კანონპროექტი წარმოადგინა, ყველა მხარე თანხმდება, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, მაგრამ ოპოზიციასა და მესამე სექტორს კანონის კონკრეტულ მუხლებთან პრეტენზიები აქვთ, მიაჩნიათ რომ ხელისუფლება მაინც ქმნის ხელოვნურ ბარიერებს სხვა პარტიებისთვის, იქნება ეს ბლოკების გაუქმების ინიციატივა, საეთერო დროის გადანაწილება, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება თუ პარტიების დაფინანსება, მესამე სექტორი მოითხოვს, რომ ყურადღება გამახვილდეს გენდერულ კვოტაზე და ამ ფორმით პარტიების სიების შედგენაზე, თუმცა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიზანი არჩევნების თანაბარ პირობებში ჩატარება და სამართლიანი გარემოს შექმნაა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი