C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა უფასო გახდა

02 აგვისტო 2019, 21:27 1460 ნახვა

 C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცვლილებებია. მოქალაქეებს პროგრამაში ჩასართავად საჭირო გამოკვლევებს ამიერიდან  საქართველოს მთავრობა დაუფინანსებს. გამოკვლევები 140-დან 360 ლარამდე ჯდება. შესაბამისად, პროგრამაში ჩართვას  მოქალაქეები უფასოდ, კვლევებისთვის საჭირო დამატებითი თანხის გადახდის გარეშე შეძლებენ. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე პროგრამაში აჭარიდან სულ 8518 პირი ჩაერთო, 5219-მა დაასრულა მკურნალობა, რომელთა განკურნების მაჩვენებელი 98% -ია.  ამასთან, 2018 წლიდან რეგიონი ,,ნულოვანი ტუბერკულოზის“ ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის გამოვლენას და მკურნალობაში ჩართვის ხელშეწყობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში