რივიერას პროექტით დაინტერესებულ პირებს ხვალ საკრებულოში ელოდებიან

31 ივლისი 2019, 15:37 1621 ნახვა

ხვალ, პირველ აგვისტოს, 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ „რივიერას“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

განცხადება საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 

პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. განსაზღვრულია ფორმატიც. 

''ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია (20 წუთი); საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა (10 წუთი). საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად მიეცემათ სამ-სამი წუთი, რისთვისაც, პროექტის საჯარო განხილვის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის მიზნით, მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია საკრებულოს საკონტაქტო პირს უნდა მიაწოდონ განხილვის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაინც'' - წერია განცხადებაში. 

ბათუმი-რივიერას წინადადება ითვალისწინებს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კონვენციის ცენტრს, კაზინოს, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებს.

ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებული იქნება ნავმისადგომი იახტებისთვის.

„რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი 16 ივლისს დაუჭირეს.

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოებაბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადება დღეს გაავრცელეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი