''რივიერას'' ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა საფრთხობელა დადგეს

29 ივლისი 2019, 20:27 4061 ნახვა

ბათუმში, ''რივიერას'' ტერიტორიაზე, ცათამბჯენების მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საფრთხობელა დადგეს. 

მანამდე კი მოქალაქეები ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ შეიკრიბნენ. 

აქციაზე მიიტანეს ასევე ტრანსპარანტები – ''ბეტონს ქათქათას'', ''რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, ''ურბანული კოლიტი“.

მოქალაქეები ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. 

„შეჩერდეს ცათამბჯენების მშენებლობა“- ამ მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება 21 ივლისს დაიწყო.

ბათუმის საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ პროექტი,  ადმინისტრაციულ წარმოებაში კი 16 ივლისს მიიღო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში