ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე შსს გამოძიება დაიწყო

29 ივლისი 2019, 13:26 1643 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე გამოძიება დაიწყო. მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩაწყდა დაპირისპირება მოხდა.

შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა მყოფმა კომპანიის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და  ქვები დაუშინეს.

ინციდენტის დროს პირველი არხის ოპერატორი დაშავდა. მას ქვა თავში მოხვდა.

სხვა დეტალებს გამოძიება დადგეს. სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე პირებს გამოკითხავენ.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით 154-ე მუხლი ისჯება.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა, რომელშიც  6 ადამიანი იმყოფებოდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში