რა გეგმა აქვს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, რა მიმართულებით არის საჭირო ცვლილებები და განვითარება - ამ და სხვა საკითხებზე საარჩევნო პროგრამა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი ჩომახაშვილმა აჭარაში კოლეგებს წარუდგინა.
თავმჯდომარეობის კანდიდატი, აღმასრულებელი საბჭოს კანდიდატებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეებს ესაუბრა ასოციაციის საქმიანობის გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და პროფესიული უფლებების დაცვის გაძლიერების გზებზე.
დეკემბერში დაგეგმილ არჩევნებზე, გარდა ასოციაციის თავმჯდომარისა, ირჩევენ აღმასრულებელ და ეთიკის საბჭოებსაც.