შსს-მ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

17 ნოემბერი 2025, 11:43 123 ნახვა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დოკუმენტი უკვე წარედგინა საკანონმდებლო ორგანოს.

შემუშავებული ცვლილებების თანახმად:

  • ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში მისი საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას.
  • მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომლითაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს;
  • გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით;
  • გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას;
  • გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე;
  • გარდა ამისა, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას.
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე