დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

23 ივლისი 2019, 15:58 2527 ნახვა

დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი ლონდონის ყოფილი მერი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

ის ამ თანამდებობაზე ტერეზა მეის შეცვლის.

თითქმის ორკვირიანი კენჭისყრების შემდეგ კონსერვატიული პარტიის ათეულობით ათასმა წევრმა პარტიის ლიდერად სწორედ ჯონსონი აირჩია. 

ჯონსონის მთავარი კონკურენტი საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ჯერემი ჰანტი იყო. ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის წევრების 92 153 ხმა მიიღო, ხოლო ჯერემი ჰანტმა-46 656.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი