ირაკლი ოქრუაშვილი -ოთარ ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა

21 ივლისი 2019, 12:35 938 ნახვა

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით დოკუმენტის შესახებ, რომლითაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა მისგან გაიგო. როგორც ოქრუაშვილმა თქვა, ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ხალვაში დაიბარა და დოკუმენტის შესახებ გამოკითხა. მისივე განცხადებით, პროცესში ჩართული იყო ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც.თავდაცვის ყოფილ მინისტრი ამბობს, რომ მას ყოველთვის ჰქონდა საშუალება, მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის, მათ შორის იყო რუსთავი 2-ის წილების ყიდვაც.

კითხვაზე, მოახდინა თუ არა მან გარკვეული ზეწოლა თანხების მოსაპოვებლად, იმ ადამიანებზე, ვინც ფული გადაიხადა, მისი განცხადებით, ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ ფული მოთხოვეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამბობს, რომ 2004 წელს, სამაუწყებლო კომპანიის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშს არასდროს უწარმოებია და ამ პროცესში ის თავად იყო ჩართული.

მისივე თქმით, ის შეხვდა ასევე, დვალს და აქიმიძეს, მათ შორის,  ჯემალ იმნაიშვილის თანდასწრებითაც, რომელიც ოქრუაშვილის თქმით, მათთან მოლაპარაკებებში ეხმარებოდა. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ დვალთან და აქიმიძესთან რთული აღმოჩნდა მოლაპარაკება. მისივე თქმით, დღეს აქიმიძე-დვალის საუბარი, რომ მათ წილები წაართვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, „რუსთავი 2“, რომ აქიმიძე-დვალსა და კიწმარიშვილს  ბადრი პატარკაციშვილისთვის არ მიეყიდათ, „ბეს“ სახით ერთ-ერთ მის კუთვნილ კომპანიაში არსებული წილები დათმო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზადაა, ტელეკომპანიის "ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს" წილების 80 პროცენტი მისცეს, რათა მათ ქიბარ ხალვაშთან იდავონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში