საჩხერის ,,ჩიხურამ’’ თბილისში ,,დინამო არენაზე’’, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ლუქსემბურგის ,,ფოლა ეში’’ 2-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის 25-ე წუთზე სარდალიშვილის გადაცემა არდაზიშვილმა გოლით დაასრულა და საჩხერლები წინ გაიყვანა. შეხვედრის 32-ე წუთზე ,,ფოლას’’ ფეხბურთელმა მუჰარემოვიჩმა წითელი ბარათი მიიღო და ლუქსემბურგელების კაცნაკლული მოუწიათ მატჩის გაგრძელება.
73-ე წუთზე მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ მიშიკო სარდალიშვილმა გოლი გაიტანა და ,,ჩიხურას’’ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 89-ე წუთზე კი ,,ფოლა ეშმა’’ პრესტიჟის გოლი თერთმეტრმეტრიანი დარტყმით გაიტანა, თავი სინანმა გამოიჩინა.
პირველი მატჩი ,,ჩიხურამ’’ გასვლაზე ანალოგიური ანგარიშით მოიგო და ორი მატჩის ჯამში 4:2 შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ერთ კვირაში ევროპა ლიგის საკვალიპიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ,,ჩიხურა’’ ,,აბერდინსა’’ და ,,როვანიემს’’ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.