თორნიკე რიჟვაძე "ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარადგინეს

17 ივლისი 2019, 12:45 3150 ნახვა

დღეს  პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ შეჩერდა არჩევანი თორნიკე რიჟვაძეზე? პარტიის პოლიტსაბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო.

"თორნიკე რიჟვაძე არის ლიდერი. ის არის როგორც მთავრობის ისე ჩვენი პარტიის ლიდერი აჭარაში.  შესაბამისად აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის, რომ ის მიიღებდა უმაღლეს პარტიულ თანამდებობას აჭარაში.  ის არის არაჩვეულებრივი პიროვნება, პროფესიონალი, ძალიან კარგად უძღვება თავის ძირითად საქმიანობას, ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობას და ვფიქრობ, ის იქნება საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელიც აჭარაში"-განაცხადა  ირაკლი კობახიძე.

შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი