ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ აბაშიძის და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს სასწრაფო დახმარების ავტომობილი და მსუბუქ მანქანა შეეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.