 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილზე დაუდასტურეს რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ტურისტებიც დაშავდნენ. ჩვენი ინფორმაციით ქართველებთან ერთად დაშავებულია არაბები და პოლონელები. მათ შორის 2 არასრულწლოვანია. მათ ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდათ.
ავარიაში დაშავებული ოჯახიდან ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, ბავშვების მდგომარეობა კი მძიმეა.
დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. უტარდებათ შესაბამისი კვლევები. მობილიზებულია ქუთაისის კატასტროფის ცენტრის 2 ბრიგადა. ადგილზე იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2 და დაშავდა 11 ადამიანი. დაშავებულები ქობულეთის კლინიკებშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            