ხულოდან ბეშუმამდე მისასვლელი გზა ისევ არ მოწესრიგებულა

22 ივლისი 2019, 00:04 4446 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დაანონსდა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა.  ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც ტურისტები თუ ადგილობრივები კურორტ ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილს უკავშირდებიან. ბეშუმში სეზონი ოფიციალურად 11 ივლისს გაიხსნა, ხულო-ბეშუმის გზის რეაბილიტაცია  კი ვერც ამ სეზონზე მოესწრო.

ხულოდან კურორტ ბეშუმამდე მოსახვედრად 36 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის გავლას  ადგილობრივების თქმით 2 საათსა და 30 წუთს ანდომებენ. მიზეზი დაზიანებული გზაა. მძღოლები ამბობენ,  რომ წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა აზიანებს მათ სატრანსპორტო საშუალებებს, დისკომფორტს უქმნის ტურისტებსა და ადგილობრივებს.

კომპანიში რომელიც ხულო -ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს აცხადებენ, რომ ტერიტორიის გეოდეზური გადაღება და დამოწმება დასრულებულია. მათივე თქმით, აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები  თვის ბოლოს დაიწყება.

ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიანი  გზის რეკონსტრუქციას ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს.  მისი ღირებულება 110 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია ,,ტოდინი”,  თანაკონტრაქტორ თურქულ კომპანია ,,ნეტრასთან” ერთად ახორციელებს.

ხელშეკრულებით, გზის  სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი