ბათუმში სავარაუდოდ სტალინის მიერ 37 წელს დახვრეტილთა ნეშტებს დნმ ბაზისთვის სინჯები აუღეს  

12 ივლისი 2019, 14:34 2212 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საპატრიარქოს მიერ აღმოჩენილი 150-მდე ნეშტს სინჯები აუღეს. წინასწარი მონაცემებით, ნეშტები სტალინური რეპრესიების დროს, ბათუმში დახვრეტილებს ეკუთვნით. 

დნმ ანალიზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო აგროვებს, რომელთანაც ხელშეკრულება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმა. 

სწორედ ეს უწყება ხელმძღვანელობს შერეულ სამთავრობო კომისიას, რომელმაც უნდა დაადგინოს აღმოჩენილი ნეშტები ნამდვილად ეკუთვნის თუ არა სტალინის ეპოქაში დახვრეტილ ადამიანებს. დნმ ბაზის მეშვეობით კი, სამომავლოდ გახდება შესაძლებელი დადგინდეს ვის ეკუთვნის ნეშტი. აღებული ნიმუშები შესანახად გადაეცემა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა N3-ის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქეების ნეშტების აღმოაჩინეს.  სამუშაოები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განახორციელა. ინფორმაცია ცნობილი 5 აპრილს გახდა.  ნეშტების დაკრძალვა 21 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა მოქალაქეების, სხვადასხვა კონფესიების მოთხოვნით, ჯერ მეცნიერულად მოხდება ნეშტების შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება, დნმ ბაზის გაკეთება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას დაკრძალვაზე. ეპარქიამ მოქალაქეების პოზიცია გაიზიარა. 

ტერიტორიაზე აღმოჩენილი ახალი სამარხების შესწავლისა და შესაბამისი სამუშაოებისთვის, აჭარის განათლების სამინისტროს სამთავრობო კომისიამ სთხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც დარგის ექსპერტ-სპეციალისტები შევლენ. ჯგუფი სამუშაო გეგმას შეიმუშავებს და კომისიას წარუდგენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი