სადავო სამარხები

07 აპრილი 2019, 00:00 1822 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, გუშინწინ გაავრცელა ინფორმაცია, რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტის აღმოჩენის თაობაზე. ეპარქიის ცნობით ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს 21 აპრილს, 15 საათზე დაკრძალავენ. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სადავო ხდება სხვადასხვა ფაქტორი. რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილი ბათუმში, საერთო სამარხში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს.  როგორც ამბობენ გაურკვევლობაში არიან.

ცხედრების   გადასვენებაში  მუსლიმი სასულიერო პირების ჩართვას ითხოვენ, როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირის, ისე ამ კონფესიის მიმდევრები. ისტორიკოსები, რომლებიც აჭარაში რეპრესირებულთა საქმეს იკვლევდნენ, ამბობენ, რომ უმრავლესობა მუსლიმი იყო.   ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ადასტურებენ, რომ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამარხები 2 წლის წინ გაიხსნა და 150-მდე ნეშტი ამ დრომდე საკათედრო ტაძარშია დასვენებული, მათი  ინფორმაციით, ეს დრო მიცვალებულთა ნაწილების დალაგებასა  და მოწესრიგებას დასჭირდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი