პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუშინ, თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია "იმედის“ გადამღებ ჯგუფებს,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე