ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვენ

06 აპრილი 2019, 00:00 3047 ნახვა

რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილი ბათუმში, საერთო სამარხში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს.  როგორც ამბობენ გაურკვევლობაში არიან, რადგან შესაძლოა გარდაცვლილთა ნაწილი სხვა აღმსარებლობის იყოს.  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს.

ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, ლოცვებში მოიხსენიებენ, მხოლოდ ქრისტიანული წესით მონათლულებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი