„პატრიოტთა ალიანის“ ლიდერები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სპორტის სასახლეში შეკრებით გამოეხმაურნენ. სამხედრო მიუმხრობლობა, მშვიდობა, დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან. ეს გზავნილები გააჟღერეს მხარდამჭერებთან პარტიის ლიდერებმა.
როგორც აღნიშნეს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკის შედეგია და ამ პოლიტიკამ საქართველო საომარი ვითარების წინაშე დააყენა. „პატრიოტთა ალიანსი“ მსგავსი შეკრებების გამართვას რეგიონებში გააგრძელებს. შეკრება უკვე დაგეგმილია ბათუმში, ევროპის მოედანზე.