„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

30 ოქტომბერი 2025, 11:52 128 ნახვა

სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ქართული  ოცნების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გადაიგზავნება. სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სარჩელს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ 88 დეპუტატი აწერს ხელს.საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატები სამი ოპოზიციური პარტიის: - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“; „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ.სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე