22 ხმით ქედის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ამირან ცინცაძე აირჩიეს, იგი საკრებულოს ხელმძღვანელი მესამე ვადით გახდა. თავმჯდომარემ მოადგილეები არ შეცვალა, მოადგილის პოზიცია ისევ რომან დავითაძემ, რეზო თურმანიძემ და არჩილ გორგილაძემ დაიკავეს. საკრებულოში შეიქმნა ჩამოყალიბდა ორი: "ქართული ოცნებისა" და " ხალხის ძალის" ფრაქცია.
აირჩიეს ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები და დააკომპლექტა მათი შემადგენლობები. რაც შეეხება საკრებულოს შემადგენლობას 24 წევრიანი ახალი საკრებულო ორპარტიულია. 23 წევრი "ქართული ოცნებიდან", ხოლო ერთი " ძლიერი საქართველო ლელოს" წევრია.
ერთადერთმა ოპოზიციონერმა წევრმა დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ჯამბულ შარაბიძემ თქვა, რომ მის მონაწილეობას კენჭისყრაში არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. დეპუტატს მოლოდინები აქვს რომ მის ინიციატივებს უმრავლესობა არ გაითვალისწინებს.