შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს პარტნიორობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები საზღვრის დაცვის სფეროში. შეხვედრის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.